ახალი "საჯილდაო ქვა" "ნაციონალურ მოძრაობაში" - კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილი: ხაბეიშვილისა და მელიას მორიგი ურთიერთბრალდებები
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. 28-29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა უნდა აირჩიონ ახალი თავმჯდომარე - ნიკანორ (ნიკა) მელია ან ლევან ხაბეიშვილი. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პროცესისას დაპირისპირებაში ჩაერთო ფარული ჩანაწერები, რომელთა გავრცელებაში მელიამ პირდაპირ დაადანაშაულა ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილზე კი თქვა, პარტიის კონტროლი სურსო. ხაბეიშვილის ჯგუფის წარმომადგენლმა ლევან ბეჟაშვილმა კი განაცხადა:
"პირველად როდესაც ახსენა კეზერაშვილის ოლიგარქობა და ფარული ინტერესების არსებობა პარტიაში, ჩვენთვის მართლაც შოკი იყო, რადგან ეს თანამშრომლობა, გარკვეული ურთიერთობა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიასგან მოდიოდა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ასე შემდეგ. მიუღებელი იყო საერთოდ ის პოზიცია, რომ ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას".
ამ თემაზე სპეციალური სტატუსი დაწერა ნიკა მელიამ:"ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს - დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე. ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი.
დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა. გააგრძელეთ კითხვა