"წიგნი "Spare" ნამდვილი ქარიშხალი გახდა უამრავი მკითხველისთვის" - 10 “სელებრითი“, რომლებმაც მილიონები წიგნის წერით გამოიმუშავეს - კვირის პალიტრა

"წიგნი "Spare" ნამდვილი ქარიშხალი გახდა უამრავი მკითხველისთვის" - 10 “სელებრითი“, რომლებმაც მილიონები წიგნის წერით გამოიმუშავეს

წიგნის ზოგიერთი ავტორი ცნობილი სახეა, რომლებმაც პოპულარობა არა წერით, არამედ სულ სხვა სფეროში მოღვაწეობით მოიპოვეს. მათ მილიონები საკუთარი სკანდალებისა და ცხოვრების აღწერით გამოიმუშავეს, ნაწილმა კი წიგნი საბავშვო ისტორიებს მიუძღვნა.

ბოლო წლებში, “ჰოლივუდში“ ძალიან პოპულარული გახდა მემუარების წერა. წარმოიდენთ “სელებრითებს“, რომლებმაც სწორედ ამ გზით შეძლეს დიდი სიმდიდრის გამომუშავება.

ელიოტ პეიჯი – 8 მილიონი დოლარი

თაყვანისმცემლებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ პეიჯის “ელენიდან ელიოტში ტრანსფორმაციის ისტორიას“: მემუარებში - "Pageboy".

პეიჯის ისტორია და გარდასახვა ლგბტ საზოგადოების კერპად იქცა.

ლორენ გრეჰემი – 15 მილიონი დოლარი

გრეჰემმა წარმატებას ტელევიზიაში მოღვაწეობით მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას წერის ნიჭიც აქვს. მან თავისი სადებიუტო რომანი: "ოდესღაც, ოდესმე, შესაძლოა" 2013 წელს გამოუშვა.

2016 წელს კი მორიგი ნამუშევარი - "Talking as Fast as I Can" და 2018 წელს კიდევ ერთი წინი გამოსცა.

ვიოლა დევისი – 25 მილიონი დოლარი

მსახიობი, რომელიც ითამაშა ფილმებში „დახმარება“ და “Get Away with Murder“, გვიზიარებს დეტალურ ანგარიშს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვობის შესახებ წინში „Finding Me“. იგი 2022 წლის Oprah's Book Club-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მილიონების გამომუშავებაც სწორედ ამ გზით შეძლო.

სეთ მეიერსი – 26 მილიონი დოლარი

კომიკოსსა და თოქ-შოუს წამყვანს მესამე შვილი 2021 წლის ბოლოს შეეძინა და სწორედ ამ სიხლაემ უბიძგა მას დაეწერა წიგნი სახელწოდებით: „მე არ მეშინია, შენ გეშინია“. People-ის თანახმად, მაიერსს სურს, მიეცეს ბავშვებს სივრცე შიშებზე და მათთან გამკლავების საუკეთესო გზაზე სასაუბროდ. გააგრძელეთ კითხვა