ქვეყნები, რომლებიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - როგორია შედეგები - კვირის პალიტრა

ქვეყნები, რომლებიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - როგორია შედეგები

4-დღიან სამუშაო კვირაზე საუბარი კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა აქტუალური, როდესაც დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იქამდე არსებული სამუშაო პრაქტიკის გადაფასება დაიწყეს.

იდეა მარტივია - დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოს 5 დღის მაგივრად 4 დღეში შეასრულებენ, ანაზღაურება კი არ შეეცვლებათ.

პროდუქტიულობისა და სამუშაო/პირადი ცხოვრების მომავლად შერაცხილი 4-დღიანი სამუშაო კვირის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ მეთოდის იმპლემენტაციით დასაქმებულთა კეთილდღეობის ხარისხი იზრდება.

2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ პრაქტიკაზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა, სამსახურის გაცდენის შემთხვევები კი შემცირდა. გაუმჯობესდა იმგვარი ინდიკატორები, როგორებიცაა კეთილდღეობის თუ დაღლილობის დონე. ამასთან, ორგანიზაციების შემოსავალმა, დაახლოებით, 38%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით, რაც ბიზნესების ზრდაზე მიუთითებს.

პროფკავშირები ევროპის მასშტაბით მთავრობებს აქტიურად მოუწოდებენ 4-კვირიან სისტემაზე გადასვლისკენ. სააგენტო Euronews-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ახალ მეთოდზე გადასვლა.

ბელგიაში 4-კვირიანი სამუშაო დღე ნებაყოფლობითი გახდა

2022 წლის თებერვალში ბელგიელმა დასაქმებულებმა მიიღეს უფლება 4-დღიან სამუშაო დღეზე გადასულიყვნენ ხელფასის დაკლების გარეშე. კანონი ძალაში ნოემბერში შევიდა და რეჟიმის არჩევა დასაქმებულის ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამუშაო შეუმცირდებათ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ იმედოვნებს, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრის მოქნილობის გაზრდას, ეკონომიკას უფრო დინამიკურს გახდის და ადამიანებს პირადი ცხოვრების კარიერასთან შერწყმას გაუადვილებს.

„მიზანი ისაა, რომ ხალხს და კომპანიებს მეტი თავისუფლება მიეცეთ სამუშაო დროის განსასაზღვრად“, - თქვა დე კრუმ.

ევროსტატის 2021 წლის მონაცემებით, 20-64 წლის ასაკის ჯგუფში ყოველი 100 ბელგიელიდან სამსახური მხოლოდ 71-ს აქვს, რაც ჩამორჩება ევროპის საშუალოს - 73-ს, ხოლო მეზობელ ქვეყნების, ნიდერლანდების და გერმანიის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.

ქვეყნის 7 პარტიისგან შემდგარ ფედერალურ კოალიციას დასაქმების დონის 80%-მდე გაზრდა აქვს დასახული მიზნად 20230 წლისთვის.

უნდა ითქვას, რომ 4-დღიან სისტემაზე გადასვლა ყველას არ შეეძლება - ზოგიერთს, ამ შემთხვევაში, ძალიან გრძელი სამუშაო დღე ექნება, ცვლაში მომუშავეებს კი ამის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ ექნებათ.

დიდ ბრიტანეთში ახალ რეჟიმს „ექსტრემალურად წარმატებულად“ მიიჩნევენ

კომპანიებმა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში უკვე გამოცადეს 4-დღიანი სამუშაო კვირა, ექსპერიმენტი „ექსტრემალურად წარმატებულად“ მიიჩნიეს და ამ რეჟიმზე მუდმივად გადასვლას გეგმავენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ექსპერიმენტის მონაწილე კომპანიათა უმეტესობა - 86% - აპირებს 4-დღიანი სამუშაო კვირა საცდელი პერიოდის შემდეგაც შეინარჩუნოს.

6-თვიან სატესტო პროგრამაში, რომელიც „100:80:100-ის“ მოდელის გამოყენებას გულისხმობდა, 70 ფირმა და 3,300-ზე მეტი დასაქმებული იყო ჩართული. მოდელი გულისხმობდა შემდეგს - 100 პროცენტიან ხელფასს და 80 პროცენტიან სამუშაო დროს 100-პროცენტიანი პროდუქტიულობის შენარჩუნების სანაცვლოდ.

გარდა ბრიტანეთისა, ანალოგიურ პროგრამებს 4 Day Week Global, სამუშაო კვირის შემცირების მომხრე ორგანიზაცია, რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. მსგავსი პროგრამები იგეგმება აშშ-ში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მსოფლიო ტრენდს შოტლანდიაც უერთდება

გააგრძელეთ კითხვა