'ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს..." - რას აცხადებს ნიკა მელია? - კვირის პალიტრა

'ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს..." - რას აცხადებს ნიკა მელია?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას გიორგი კირთაძე დაიკავებს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში წარმოადგენს გამორჩეულ ფიგურას.

„ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე”, - აცხადებს მელია და დასძენს, რომ "ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვების არა მხოლოდ მისი პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ".