"საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა" - რას აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა" - რას აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი?

საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ.

“ძალიან ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, - თქვა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

"ინტერპრესნიუსი"