მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს - ვის უჩივის მსჯავრდადებული, მის ქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო - კვირის პალიტრა

მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს - ვის უჩივის მსჯავრდადებული, მის ქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო

"ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ თა­ვის თა­ნაკ­ლა­სელ­ზე ცი­ხე­ში იქორ­წი­ნა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი. ად­ვო­კატ­მა პა­პი­ძე დღეს ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. მისი თქმით, პა­პი­ძემ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით 24 იან­ვარს სა­ჩივ­რის წე­რი­ლე­ბი გა­აგ­ზავ­ნა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ისე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ასე­ვე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ა­საც მი­მარ­თავს და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი:

- დღეს შევ­ხვდი მაგ­დას რუს­თა­ვის ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, იცო­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ფაქ­ტი უარ­ყო, ამ­ბობს, რომ სიც­რუ­ეა, სრუ­ლი აბ­სურ­დია. ამის გამო აპი­რებს ბრძო­ლას. მო­ი­თხოვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს იმ პირს, ვინც ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლა. ფიქ­რობს, რომ ეს მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და არის მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა. ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან არ ჰქო­ნია და მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არც ყო­ფი­ლა. ჩი­ვის, ითხოვს გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, რომ დაგ­ვეც­ვა მისი უფ­ლე­ბე­ბი, რათა სა­პა­ტიმ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ამ თვალ­საზ­რი­სით ვხვდე­ბით მას. დღეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­ზი­ტი, ისე­დაც და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, რად­გან მი­ვი­ღეთ ცი­ხი­დან მისი წე­რი­ლი და ეს ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვიც ამ ვი­ზიტს და­ემ­თხვა. აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა რაც გავ­რცელ­და.

- მაგ­და კონ­კრე­ტუ­ლად ვის უჩი­ვის?

- უჩი­ვის პირ­ველ­წყა­როს, იმ ჟურ­ნა­ლისტს, ვინც ეს ამ­ბა­ვი ცალ­მხრი­ვად გა­ა­შუ­ქა. ამ­ბობს, ჟურ­ნა­ლისტს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ჩემი დე­დის­თვის, დის­თვის, ან თუნ­დაც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის მო­ე­მარ­თა და გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცი­აო. ასე­ვე ითხოვს იმის გა­მო­ძი­ე­ბას, თუ ვინ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მისი მი­სა­მარ­თით ასე­თი ცრუ ბრალ­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბით. ასე­ვე გავ­რცელ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ხვდე­ბი­ან მას და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ესეც არას­წო­რია, მე როცა ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი შეხ­ვედ­რა­ზე, მა­ში­ნაც იყ­ვნენ პა­ე­მან­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მას კონ­ტაქ­ტი აქვს ჩვე­უ­ლებ­რივ თა­ვის ოჯახ­თან და ესეც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა. ის ხვდე­ბა დე­დას დას, ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ პა­ემ­ნის უფ­ლე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის უფ­ლე­ბით. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მთელ დროს იყე­ნებს ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის.

- ალ­ბათ ეკონ­ტაქ­ტე­ბით მისი დას და დე­დას, მათ რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე?

- მათ რე­აქ­ცი­ა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, ერთს გე­ტყვით, ისი­ნიც უარ­ყო­ფენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ ფაქტს. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში. იხილეთ სრულად