"ექიმმა გადაწყვიტა, რეანიმაციაში გადაეყვანათ, მაგრამ ჩარევა მოხდა პენიტენციური სისტემიდან და..." - რას ამბობს გიული ალასანია კოვიდინფიცირებულ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ექიმმა გადაწყვიტა, რეანიმაციაში გადაეყვანათ, მაგრამ ჩარევა მოხდა პენიტენციური სისტემიდან და..." - რას ამბობს გიული ალასანია კოვიდინფიცირებულ სააკაშვილზე?

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკურ­ნალ­მა ექიმ­მა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა უარი თქვა.

რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დედა ამ­ბობს, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ვის­გან გა­და­ე­დო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­ვი­დი, რად­გან მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­სე­ბის დაც­ვით ხდე­ბო­და მნახ­ვე­ლე­ბის შეშ­ვე­ბა."მკურ­ნალ­მა ექიმ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს ჩა­რე­ვა მოხ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მი­დან და ტო­ვე­ბენ პა­ლა­ტა­ში. ის არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავად­მყო­ფი, მძი­მე ავად­მყო­ფია, ყო­ველ­დღე გო­ნე­ბას კარ­გავს.

მე მას­თან ყო­ველ­თვის შე­ფუ­თუ­ლი და პირ­ბა­დით შევ­დი­ო­დი და გარ­და ამი­სა, კო­ვი­დი არც მქო­ნია. ბოლო დროს ისე­დაც აღა­რა­ვის აღარ უშ­ვებ­დნენ, შვი­ლებ­საც კი. არ ვიცი ვის­გან შე­იძ­ლე­ბო­და გა­დას­დე­ბო­და. ად­ვო­კა­ტე­ბი შე­დი­ოდ­ნენ ჩემს შვილ­თან, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სი მათ­გან არა­ვის ჰქო­ნია" - ამ­ბობს გი­უ­ლი ალა­სა­ნია "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სი დღეს და­უ­დას­ტურ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას გეგ­მავს.