"მამა უნიჭო სულელს მეძახდა"... - "გენიალური აუტისტი" სამ წლამდე ვერ ლაპარაკობდა, ხშირად კლასელები დასცინოდნენ კიდეც" - კვირის პალიტრა

"მამა უნიჭო სულელს მეძახდა"... - "გენიალური აუტისტი" სამ წლამდე ვერ ლაპარაკობდა, ხშირად კლასელები დასცინოდნენ კიდეც"

6 შვილი, 2 "ოსკარი", 6 "ოქროს გლობუსი" - დასტინ ჰოფმანის კარიერა და პირადი

ჰოლივუდის მსახიობი დასტინ ჰოფმანი ერთ-ერთია იმ მსახიობთა შორის, რომლის მონაწილეობით შექმნილი ათეულობით ფილმი კლასიკად იქცა. გამორჩეულ და ბევრისათვის საყვარელ მსახიობს ბიოგრაფიაც გამორჩეული აქვს და ჩვენ ახლა სწორედ მის შესახებ მოგიყვებით.

„გენიალური აუტისტი“ - სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ჰოფმანს უცხოურ პრესაში. ის ლოს-ანჯელესში 1937 წლის 8 აგვისტოს, ებრაელთა ოჯახში დაიბადა. მომავალი მსახიობის დედა - ლილიან გოლდი ჯაზის პიანისტი იყო, მამა - ჰარი ჰოფმანი, თავდაპირველად Columbia Pictures-ის დეკორატორი, შემდეგ კი - ავეჯის გამყიდველი გახლდათ.

dastin-hoffman-v-detstve-1546355597-1674634309.jpg

როგორც ცნობილია, მომავალი მსახიობი სამ წლამდე ვერ ლაპარაკობდა, სკოლაშიც ვერ სწავლობდა კარგად, მორიდებული ბავშვი იყო და ხშირად კლასელები დასცინოდნენ კიდეც. ის სწორედ იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც ბარბრა სტრეიზანდი.

აღსანიშნავია, რომ ჰოფმანს მამასთან არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა.

„მამა უნიჭო სულელს მეძახდა. ვიდრე წარმატებას, პოპულარობას, პატივისცემას, სიყვარულსა და დიდ ფულს მოვიპოვებდი, რთული პერიოდი გამოვიარე“, - აღნიშნა მსახიობმა.

dastin-hoffman-v-yunosti-1546356292-1674634309.jpg

ბავშვობისას მისი მთავარი გატაცება მუსიკა იყო. ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა და სანტა-მონიკის კოლეჯში, ხელოვნების სკოლაშიც ჩააბარა. სანტა-მონიკისა და ლოს-ანჯელესის სასწავლებლებში მიღებული განათლება საკმარისი ვერ აღმოჩნდა, ამიტომ ის კიდევ ერთხელ გახდა სტუდენტი. ამჯერად იგი კინორეჟისორ ლი სტრასბერგის სასწავლებელში მოხვდა.

სამსახიობო ოსტატობის დაუფლების პარალელურად, ჰოფმანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმის ასისტენტად დასაქმდა. საავადმყოფოში მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ მან რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. მუშაობდა ერთ-ერთ გამომცემლობაში ტექსტის ამკრეფად, რესტორანში - ჭურჭლის მრეცხავად და სათამაშოების მაღაზიაში - გამყიდველადაც.

პირადი ცხოვრება

როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში ჰოფმანი ქალბატონების სიყვარულით განებივრებული არ ყოფილა. ისინი მასთან ურთიერთობას წარმატებული კარიერის გამო ცდილობდნენ.

1969 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბალერინა ენ ბიორნზე დაქორწინდა და ენის შვილიც იშვილა, მალე კი მათ გოგონა - ჯენა შეეძინათ. როცა ენმა კარიერა გააგრძელა, ჰოფმანი იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო და ბავშვებისთვის მოევლო, ამის გამო, ის შემოთავაზებებზე უარს ამბობდა. სახლში დაძაბულმა სიტუაციამ წყვილი განქორწინებამდე მიიყვანა.

dastin-hoffman-zhena-i-deti-lichnaya-zhizn-9371-1674634310.jpg
ლიზა გოტსეგენთან ერთად

მსახიობის მეორე მეუღლე ადვოკატი და ბიზნესლედი ლიზა გოტსეგენი გახლავთ, რომელთანაც ჰოფმანს ორი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავს. ლეგენდარული მსახიობი 6 შვილის მამაა: კარინა, ჯენა, ჯეიკობი, რებეკა, მაქსველი და ალექსანდრა (ალი).

ამბობენ იმასაც, რომ წარსულში დასტინ ჰოფმანი ლიზას მშობლების ქორწილში პიანისტად იყო მიწვეული, ლიზას დედა კი ამ დროს გოგონაზე იყო ორსულად. გოტსეგენი ხუმრობდა, რომ იმაზე ადრე მოუსმინა მომავალ მეუღლეს, ვიდრე დაინახავდა.

“ჩვენი ქორწინება 40 წელზე მეტია, გრძელდება - ჩვენი სიყვარული კი უფრო დიდი ხნისაა“.

dastin-hoffman-zhena-i-deti-lichnaya-zhizn-3106-1674634309.jpg
ოჯახთან ერთად

ჰოფმანის ცხოვრებაში არასასურველი მომენტებიც არსებობს. 2013 წელს მას ექიმებმა სიმსივნური უჯრედები აღმოუჩინეს და ოპერაციაც გაუკეთეს.

4 წლის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის ანა გრემ ჰანტერი მსახიობის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ინციდენტი ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე მოხდა. როგორც 17 წლის ანა აღნიშნავდა, მსახიობმა მას სთხოვა, ფეხის მასაჟი გაეკეთებინა, ეფლირტავებოდა და ინტიმურ თემებზე ესაუბრებოდა.

ჰოფმანმა განაცხადა, რომ ქალბატონების მიმართ დიდი პატივისცემითაა განწყობილი და სწუხს ამ ინციდენტის გამო.

ddd-1674634310.jpg

დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ჰოფმანი ტრიბუნაზე მამაკაცს კოცნის. როგორც შემდეგ იუმორის მოყვარულმა მსახიობმა განაცხადა, ასე გამოხატა სიხარული საყვარელი გუნდის - LA Lakers-ის გამარჯვების შემდეგ.

როგორც ცნობილია, მსახიობს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და ანეკდოტებსაც ხშირად ჰყვება, ერთადერთი, რაც მას არ მოსწონს, სოციალურ ქსელში აქტიურობაა, ამიტომ მის გვერდებს უმეტესად მსახიობის გულშემატკივრები მართავენ.

კარიერა

პირველად დასტინ ჰოფმანი ფილმში 1960-იანი წლების პირველ ნახევარში გადაიღეს, თუმცა მან პირველი მთავარი როლი ფილმ „კურსდამთავრებულებში“ შეასრულა.

პირველად დიდ წარმატებას კი ფილმის - „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ საშუალებით მიაღწია. სწორედ მაშინ მიიღო ჰოფმანმა პირველი „ოსკარი“, როგორც საუკეთესო მსახიობმა.

ბარი ლევინსონის ფილმში „წვიმის კაცი“ ჰოფმანმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა და რეიმონდ ბაბიტის როლი შეასრულა. ლევინსონი, ჰოფმანი და კრუზი ფილმზე ორი წელი მუშაობდნენ. ჰოფმანმა ამ ფილმით თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო.

2018080811222137332-1674634309.jpg

მსა­ხი­ობ­მა 1982 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "ტუტ­სი" გა­იხ­სე­ნა და აღი­ა­რა, რომ ქა­ლად გარ­და­სახ­ვი­სას მიხ­ვდა, რა რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ ქა­ლებს. მისი თქმით, კა­ცებს ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე სტან­დარ­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ:

"გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, ბევ­რი ვი­ტი­რე. მივ­ხვდი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ქალს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, მაგ­რამ - გა­რეგ­ნუ­ლად ნაკ­ლებ მიმ­ზიდ­ველს. მსგავ­სი ტი­პა­ჟის ქალს წვე­უ­ლე­ბა­ზე არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მა­შინ მივ­ხვდი, რომ გარ­შე­მო ბევ­რი ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლია, მაგ­რამ ვერ ვა­ფა­სებთ. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნა, უბ­რა­ლოდ, ვერ შე­ვამ­ჩნიე", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

dastin-hoffman-zhena-i-deti-lichnaya-zhizn-4235-1674634310.jpg

აღსანიშნავია, რომ თავისი კარიერის განმავლობაში დასტინ ჰოფმანმა უამრავ წარმატებულ მსახიობთან ერთად ითამაშა, მათ შორისაა - რობერტ დე ნირო, ბრედ პიტი, ალ პაჩინო, ტომ კრუზი, მერილ სტრიპი და სხვები.

ორ „ოსკართან“ ერთად, მსახიობს „ოქროს გლობუსი“ ექვსჯერ აქვს მიღებული. სამსახიობო კარიერამ მას უამრავი ჯილდო და უდიდესი წარმატება მოუტანა. კონკრეტულ ფილმებში მიღებული ჯილდოების გარდა, ჰოფმანი გერმანული „ბერლინალეს“ ჟიურის წევრია.

uzn-15463575344-1674634310.jpg

2000-იანი წლების დასაწყისში მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის „ოქროს პერიოდი“ დასრულდა და ახლა უკვე ნაკლებად იღებს ფილმებში მონაწილეობას.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიჭი, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ „არც თუ ისე სცენური გარეგნობა ჰქონდა“ და მიზნის მისაღწევად ხელს უშლიდნენ, დღეს 85 წლისაა და 60-ზე მეტი შთამბეჭდავი როლი აქვს შესრულებული.