"გამარჯვებაა, როცა იარაღი ჩუმდება და ხალხის ხმა ისმის" - ომში მყოფი ლიდერის დაბადების დღე და ოლენა ზელენსკას ემოციური მილოცვა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, 25 იანვარს დაბადების დღე აქვს. ზელენსკი 45 წლის გახდა. მისი დაბადების დღე ომისა და უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, არ არის ისეთი, როგორიც წინა წლებში.
ომში მყოფი ლიდერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. მას უსმენენ დასავლური ქვეყნების ლიდერები, მის აზრებს ითვალისწინებენ და უფრო მეტიც, ბევრი მისგან მაგალითს იღებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი, ბაძავენ, მათ შორის, ჩაცმის სტილითაც. თუკი ვინმე ქმნის დღეს ამინდს თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკაში, ეს ნამდვილად არის ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათიით სარგებლობს და მისი რეიტინგი ომის შემდეგ უკრაინაში კიდევ უფრო მაღალია. ზელენსკის მიიჩნევენ მამაც და ჭკვიან ლიდერად.
რაც საზოგადოებისთვის თვალშისაცემია, ზელენსკი არ ჰგავს სხვა ლიდერებს, რომელთა სიტყვით გამოსვლაც, როგორც წესი, შაბლონური და უემოციოა. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები, ადამიანების გულამდე აღწევს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საზოგადოების დიდ ნაწილში სიმპათიას იწვევს. გარდა ამისა, ზელენსკი ხშირად ჩადის ომის ზონაში, სამხედროებთან და ამით მათ უფრო მეტ მუხტს ჰმატებს, აჩვენებს, რომ მუდამ მათ გვერდითაა და ისიც რიგითი ჯარისკაცია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პარლამენტს მიმართა. არაერთი გამოსვლიდან ფრაზები შემდეგ ბევრისთვის შთამაგონებლად იქცა, ზოგიერთი კი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. თვალი გადავავლოთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი პრეზიდენტობის სხვადასხვა პერიოდში უთქვამს:
მოდით, ავაშენოთ შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე და სადაც თამაშის წესები სამართლიანი და ერთნაირია ყველასთვის.
ადამიანებს არ სჯერათ სიტყვების, უფრო სწორად, ადამიანებს სიტყვების სჯერათ დროის რაღაც მონაკვეთში, შემდეგ ეს სიტყვები მოქმედებებში უნდა აისახოს.
მე არ ვარ ოპლიტიკოსი, მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც სისტემის დასანგრევად მოვიდა.
თუ უკრაინას ძლიერი არმია არ ეყოლება, უკრაინა არ იარსებებს. ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას, თავს არავის ვესხმით, რადგან ეს ამორალურია.
პრეზიდენტი მარტო ვერ შეცვლის ქვეყანას, მაგრამ რა შეუძლია მას? - შეუძლია სამაგალითო იყო სხვებისთვის.
გამარჯვებაა, როცა იარაღი ჩუმდება და ხალხის ხმა ისმის.
მე არ ვთამაშობ, არ მაქვს რაიმე როლი მორგებული. თავს კარგად ვგრძნობ, როცა ვარ ის, ვინც ნამდვილად, როცა ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
არ მსურს, რომ ჩემი ფოტო თქვენს კაბინეტებში იყოს. პრეზიდენტი არ არის ხატი, კერპი, ან პორტრეტი. დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და შეხედეთ მათ ყოველთვის, როცა გადაწყვეტილებას იღებთ.
ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ.
არანაირი პანიკა, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.
ჩვენ ჩვენი მიწისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით - ვერავინ შემოიჭრება და ვერ წაგვართმევს თავისუფლებას. დამიჯერეთ.
ევროკავშირი ჩვენთან ერთად უფრო ძლიერი იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ძალა. დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენ გვერდით ხართ, რომ არ გვტოვებთ. დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთ მილოცვას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან, მხარდამჭერებისგან, თანამოაზრეებისგან, თუმცა განსაკუთრებით ემოციური ტექსტი მისმა მეუღლემ, უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გამოაქვეყნა.
"ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალეთ ბოლო ერთ წელიწადში და მე ყოველთვის ვპასუხობ, - არ შევცვლილვართ. ის იგივეა. ის არის იგივე ბიჭი, რომელიც გავიცანი ჩვიდმეტი წლის ასაკში. გააგრძელეთ კითხვა