გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის - ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება - კვირის პალიტრა

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის - ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის. ოფიციალური ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას ესპანეთიც შეუერთდება, რომელიც საკითხზე სწორედ გერმანიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

გარდა ამისა, ფინეთმაც განაცხადა, რომ მცირე რაოდენობის Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას გადასცემს, თუ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც ამის გაკეთებას გადაწყვეტს.

IPN