"რუსებს ჩვენთან ომი საერთოდ არ სჭირდებათ - აფხაზეთი და ცხინვალი უკვე "ჯიბეში" აქვთ... საომარი მოქმედებები არ არის, თორემ ომში არა ვართ?!" - კვირის პალიტრა

"რუსებს ჩვენთან ომი საერთოდ არ სჭირდებათ - აფხაზეთი და ცხინვალი უკვე "ჯიბეში" აქვთ... საომარი მოქმედებები არ არის, თორემ ომში არა ვართ?!"

სოფო ხორგუანი: "გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ"

"ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

"ჩვენთან მმართველობის სტილი არ შეცვლილა, პოსტსაბჭოთა სივრცეს თავი ვერ დავაღწიეთ... ხელისუფლებაში იმ მიზნით მოდიან, რომ უკვე ნაშოვნი ფული შეინარჩუნონ და მოამრავლონ, ხალხს ყვლეფენ და მერე ამ ნაძარცვი, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით შვილებს ამერიკასა და ევროპაში უშვებენ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად. ჩვენი ხელისუფლება ხალხს არ ემსახურება, რაც ნამდვილად არ არის განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა..."

"ყველა არნახულ დაპირებებს იძლევა. ალბათ გახსოვთ, როგორი ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" - "საქართველო კორუფციის გარეშე"; არანაკლებ შთამბეჭდავი დაპირებები ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომელიც ლამის ამერიკული ოცნების ასრულებას გვპირდებოდა, მაგრამ ეს დაპირებები როგორ ასრულდა, ყველამ საკუთარი თვალით დავინახეთ. სწორედ ამის გამო გაჩნდა იმედგაცრუება, რომელმაც ყველა სფერო და მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა..."

"რუსებს ჩვენთან ომი საერთოდ არ სჭირდებათ - აფხაზეთი და ცხინვალი უკვე "ჯიბეში" აქვთ. თანაც, არც ახალი ომის თავი აქვთ და არც - საჭიროება. ისე, დღეს საქართველოში საომარი მოქმედებები არ არის, თორემ ომში არა ვართ?! როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, როცა ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვართან ცეცხლს უხსნიან, ეს როგორი მშვიდობაა?! ამიტომ, უსაფუძვლოა ილუზია, რომ შეიძლება რუსეთი დიპლომატიით და ტკბილი სიტყვით შევაკავოთ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე