"სარკეში ხშირად არ ვიხედები..." - რას ჰყვება მაკა ასათიანის პიანისტი დისშვილი მშობლებზე, საყვარელ დეიდასა და პროფესიაზე?
პიანისტი მარიანა აჩბა თბილისში მეტად პოპულარული ოჯახის წევრი და დიზაინერ მაკა ასათიანის დისშვილი გახლავთ. გოგონა წლები ცხოვრობდა და სწავლობდა საზღვარგარეთ, თუმცა 25 წლის ასაკში მიხვდა, რომ ბავშვობის პროფესიას, პიანისტობას უნდა დაბრუნებოდა. ამის შემდეგ სამშობლოში ჩამოვიდა და კონსერვატორიაში ჩააბარა. ბოლო ხანს მარიანა აჩბას მონაწილეობით არაერთი კონცერტი გაიმართა...
მშობლები, დეიდა, ცხოვრება, მუსიკალური პაუზა 11-25 წლამდე - ამ თემებზე "იმედის" დილის
ვიკა კალანდიას რუბრიკაში ისაუბრა... გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
მუსიკა - მუსიკასთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდან დავიწყე, ამ დროს ჩემი დეიდაშვილები (კახი და ლევან ჟორდანიები - მაკა ასათიანის ვაჟები) ფეხბურთს თამაშობდნენ და მე ვიჯექი და ვმეცადინეობდი ხოლმე. 11 წლამდე ასე ხდებოდა, შემდეგ კი დავანებე თავი და სხვა რაღაცებით დავკავდი. ჩემი ცხოვრება სამად იყოფა - ბავშვობა, როდესაც მუსიკა იყო ჩემს ცხოვრებაში, შემდეგ მუსიკალური პაუზა და ახლა ისევ, მუსიკა დაბრუნდა... ჩემი ბავშვობის მუსიკალურ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, ვერ აღვიქვამ იქ ჩემ თავს...
მუსიკიდან წასვლის შემდეგ თავიდან ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით, ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ 2-3 თვეში მივხვდი, რომ გაუცხოება დამეწყო. გავიდა ბევრი წელი, მაგრამ ამაზე სისტემატურად მაინც ვფიქრობდი. კინო აკადემიაში სარეჟისორო რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ პროფესიულ საქმიანობაზე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, მაშინ გადავწყვიტე თავიდან მეცადა და... მუსიკას დავბრუნებოდი... ძალიან კარგად ვიგრძენი თავი.
ჩემი პირველი პედაგოგი დოდო ცინცაძე იყო, ჩემში ამხელა შრომა რომ არ ჩაედო, გამორიცხულია ინსტრუმენტამდე მივსულიყავი. ამხელა პაუზის შემდეგ რთული იყო პირველად სცენაზე გამოსვლა და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს რექტორს ნანა შარიქაძეს, რომელმაც დამაძალა. ეს მოხდა კონსერვატორიის იუბილეზე.
ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე...ჯაბა ჩემი უახლოესი ადამიანია, ფაქტობრივად, ოჯახის წევრია. პარიზში მის ჩვენებაზე გამოსვლისას ძალიან ვინერვიულე, მახსოვს, რამდენიმე ოთახი იყო, სადაც უნდა გამევლო და ბევრჯერ ამიხსნა, გამიმეორა. მეც ბუნებრივად წამოვედი, ამერია ოთახები, ზოგან ორჯერ შევედი. ეს ყოფილა ურთულესი საქმე... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები