"ვაშაძეს "ჩინურ მიშასაც" ვეძახდით... ხაბეიშვილი ვინ იყო, ისიც არ ვიცოდი, გამეგო, რომ ვაშაძის ადიუტანტი იყო" - ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილის ბრალდებას პასუხობს - კვირის პალიტრა

"ვაშაძეს "ჩინურ მიშასაც" ვეძახდით... ხაბეიშვილი ვინ იყო, ისიც არ ვიცოდი, გამეგო, რომ ვაშაძის ადიუტანტი იყო" - ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილის ბრალდებას პასუხობს

"ახლა რაც აჩ­ვე­ნეთ თქვენ, 2016 წე­ლია, როცა მე პარ­ტი­ა­ში არ ვი­ყა­ვი ექ­ვსი თვე იმის გამო, რომ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და ბო­კე­რია არ­თმევ­დნენ მიშა სა­ა­კაშ­ვილს პარ­ტი­ას", - ასე უპა­სუ­ხა ენმ-ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა "TV პირ­ვე­ლის" წამ­ყვანს, ინგა გრი­გო­ლი­ას, რო­მელ­მაც გა­და­ცე­მა­ში 2016 წლის ვი­დეო აჩ­ვე­ნა, სა­დაც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ენმ-სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე ლა­პა­რა­კობს. მისი თქმით, გი­ორ­გი ვა­შა­ძის პო­ლი­ტი­კურ გუნდში სწო­რედ იმ მი­ზე­ზით გა­და­ვი­და, რომ "ბო­კე­რია ახევ­და მი­შას პარ­ტი­ას".

ხა­ბე­იშ­ვილს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ უპა­სუ­ხა და 2016 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა. მისი თქმით, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 2012 წელს და­მარ­ცხდა და ერთ წელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, პარ­ტი­ა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გიგა ბო­კე­რი­ამ სცა­და, რის გა­მოც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ი­წყო და მას გი­ორ­გი ვა­შა­ძე და­უ­პი­რის­პი­რა. "ვა­შა­ძეს ჩი­ნურ მი­შა­საც ვე­ძახ­დით“, - გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ ვა­შა­ძეს მი­შამ გა­უ­ჩი­ნა გან­ცდა, რომ პარ­ტი­ა­ში რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო და ამა­ში ბო­კე­რია უშ­ლი­და ხელს.

"მე და მიშა ბევ­რს ვჩხუ­ბობ­დით, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სა­საც და მე­რეც. გა­ბუტვის მერე რა­ღაც­ნა­ი­რად და­ლაგ­დე­ბო­და ხოლ­მე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა... ასე ნა­ჩხუბ­რე­ბი ვი­ყა­ვით მა­ში­ნაც, მო­დი­ო­და 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბი, ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი იყო და მე და მიშა ისევ არ ვლა­პა­რა­კობ­დით, მაგ­რამ გა­ი­გი­ჟა თავი, - მინ­და, კი­ევ­ში ჩა­მოხ­ვი­დეო... ავ­დე­ქი და წა­ვე­დი. კი­ევ­ში უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო, ვინ იქ­ნე­ბო­და სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­რო­სი და ისიც, რა პრინ­ცი­პით შედ­გე­ბო­და სია. გი­გაც იყო ჩემ­თან ერ­თად, ასე­ვე იყო ახა­ლა­ი­ას ფრთა, მე­ლი­აც იყო, ვა­შა­ძეც... ხა­ბე­იშ­ვი­ლი იქ არ ყო­ფი­ლა, მა­შინ ვინ იყო, ისიც არ ვი­ცო­დი კარ­გად, გა­მე­გო, რომ ვა­შა­ძის ადი­უ­ტან­ტი იყო... ჩემ სი­ცო­ცხლე­ში მას­თან არ მი­ლა­პა­რა­კია.

მე­ლი­ამ პირ­ვე­ლად ნახა მი­შას და გი­გას და­პი­რის­პი­რე­ბა, ამით იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი... მიშა ვნა­ხე, მას უნ­დო­და, რომ მისი ჩა­მოს­ვლა ქცე­უ­ლი­ყო იმ იდე­ად, რაც ხალ­ხს და­რაზ­მავ­და ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ამა­ზე გვაწ­ვე­ბო­და გაქ­ცე­ვის მე­რეც... ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით. არ უნ­დო­და იმ რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა, რომ ხალ­ხს მი­შას ჩა­მოს­ვლა არ კრავ­და... მას ვუხ­სნი­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, - სხვა გზა უნდა ნახო, თუ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გინ­და-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც შტა­ბის უფ­რო­სის სა­კი­თხი გა­და­წყდე­ბო­და. არ ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ მი­შა­მაც და­მი­რე­კა და სხვებ­მაც მი­თხრეს და წა­ვე­დი. გი­გას მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი უნ­დო­და შტა­ბის უფ­რო­სად, მიშა და­პი­რე­ბუ­ლი იყო ვა­შა­ძის­თვის, რომ ათე­ულ­შიც ჩას­ვამ­და და შტა­ბის უფ­რო­სო­ბა­საც ჩა­ა­ბა­რებ­და, თუმ­ცა შეხ­ვედ­რა­ზე გი­გას უთხრა, - არც შენი და არც ჩე­მიო და შტა­ბის უფ­რო­სი გახ­და ნიკა მე­ლია... თან ვა­შა­ძე, მი­შას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სიის პირ­ველ ათე­ულ­შიც ვერ მოხ­ვდა. იმ შეხ­ვედ­რა­ზე ვა­შა­ძე ძაან და­ი­ცი­ნა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ რად­გან ის მე მი­პი­რის­პირ­დე­ბო­და, ამის გამო გა­და­წყვი­ტა მი­შამ ჩემს წინ "გა­ექ­რო"... სა­ერ­თო­დაც, ამი­ტომ და­მი­ძა­ხა და და­ტო­ვა ასე ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლი...

აი, ამის მერე წა­ვი­და ვა­შა­ძე და გაჰ­ყვა მას ხა­ბე­იშ­ვი­ლიც... მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მი­შამ გა­და­აგ­დო ვა­შა­ძე. ტყუ­ი­ლია, რომ ვინ­მე მი­შას პარ­ტი­ას ახევ­და, მი­შას­თან კა­მა­თი იყო იმა­ზე, რომ პარ­ტია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო და არა მე­სი­ა­ნის­ტუ­რად..."