"აშშ უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31 Abrams-ის ტანკს გადასცემს" - კვირის პალიტრა

"აშშ უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31 Abrams-ის ტანკს გადასცემს"

აშშ უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31 Abrams-ის ტანკს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯორდან ფაბიანი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოფიციალურად M1 Abrams-ის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაგეგმილი სიტყვით გამოსვლის დროს არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის, ცნობილი გახდა, რომ ევროპული ქვეყნები “სატანკო კოალიციის” ფარგლებში უკრაინისთვის 80 Leopard 2-ის ტანკის გადაცემას აპირებენ.

"ინტერპრესნიუსი"