"ნინო კირ­ვა­ლი­ძით ძა­ლი­ან მო­­ხიბ­ლულა ლე­გენ­და­რუ­ლი ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი" - გარდაიცვალა "სუხიშვილების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავე - კვირის პალიტრა

"ნინო კირ­ვა­ლი­ძით ძა­ლი­ან მო­­ხიბ­ლულა ლე­გენ­და­რუ­ლი ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი" - გარდაიცვალა "სუხიშვილების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავე

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ძვე­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე ნინო კირ­ვა­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ან­სამ­ბლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ, “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ნინო კირ­ვა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ნინო კირ­ვა­ლი­ძე ან­სამ­ბლის სო­ლის­ტი მო­ცეკ­ვა­ვე 1958-1985 წლებ­ში გახ­ლდათ.

მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვე­ბი (“სა­მა­ია”, დავ­ლუ­რი”..) კი­დევ მრა­ვა­ლი წელი გვე­მახ­სოვ­რე­ბა და დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ის­ტო­რი­ას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნინო კირ­ვა­ლი­ძე 1960-იან წლებ­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე იყო. AMBEBI.GE-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ნინო რა­მიშ­ვილ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს.

"ნინო რა­მიშ­ვილს სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის თვა­ლი ჰქონ­და. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, პირ­ვე­ლად რომ შევ­ხვდი - პა­ტა­რა შავი ქუდი ეხუ­რა, წინ ვუ­ა­ლით. მოხ­ვე­დი ჩემ­თა­ნო - მკი­თხა. მე ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ან­სამ­ბლში რომ მოვ­ხვდე­ბო­დი, იქ ფე­რი­ე­ბი ცეკ­ვავ­დნენ და მე ვინ მი­მი­ღებ­სთქო, ჩემ­თვის გა­ვი­ფიქ­რე. ორ დღე­ში და­მი­ბა­რა, რომ მი­ვე­დი, უკვე ილი­კოს­თან ერ­თად შემ­ხვდა, ილი­კომ შუბ­ლზე მა­კო­ცა და ნი­ნოს უთხრა - და­ა­ყე­ნე ან­სამ­ბლთან ერ­თა­დო. ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სა­რე­პე­ტი­ციო ფორ­მა არ მქონ­და თან, ერთ-ერთი მო­ცეკ­ვა­ვის "იუბკა" მომ­ცეს და ერთ კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ავით­ვი­სე, ქალი გა­გიჟ­და! ძველ გო­გო­ებ­ში ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­მა­ი­ა­ში ჩა­მა­ყე­ნეს. სა­მა­ი­ას მოჰ­ყვა სო­ლო­ე­ბი ქარ­თუ­ლი სა­დარ­ბა­ზო, ხონ­გა და ა.შ.." - ამ­ბობ­და ნინო კირ­ვა­ლი­ძე.

ნინო კირ­ვა­ლი­ძით თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი და ერთ-ერთი გას­ტრო­ლის დროს, მას­თან ფო­ტოც კი მო­ი­თხო­ვა.

1969 წელს გერ­მა­ნი­ა­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის გას­ტრო­ლი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ჩვენს კონ­ცერტს და­ეს­წრო მი­უნ­ხენ­ში, შემ­დეგ დიდი ბან­კე­ტი გა­ი­მარ­თა. ბა­ლან­ჩინ­მა მა­შინ ქალ­ბა­ტონ ნინო რა­მიშ­ვილს უთხრა: "ჩემი ბა­ლე­ტი ხომ კლა­სი­კაა, მაგ­რამ, ჩვენს ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვებს, ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი რომ ცეკ­ვა­ვენ, ეს თან­და­ყო­ლი­ლი აქვს ჩემს ჯიშს და ჯი­ლაგს". ბა­ლან­ჩი­ნი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო. მერე ნი­ნოს უთხრა ჩემ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ამ გო­გოს­თან ერ­თად სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოო და წელ­ზე მომ­ხვია ხელი. ეს ფოტო მა­შინ­დე­ლია.

ambebi.ge