"ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს?"- რას წერს ადამ კინზინგერი? - კვირის პალიტრა

"ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს?"- რას წერს ადამ კინზინგერი?

საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს.

„ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი.

ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, გუშინ, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. მოგვიანებით, მან მედიას განუცხადა, რომ გაუგებრობები ჩნდება მაშინ, როცა ციტატებს კონტექსტიდან იღებენ.