"არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ გაიმარჯვებთ" - ადამ კინზინგერი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს - კვირის პალიტრა

"არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ გაიმარჯვებთ" - ადამ კინზინგერი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს

ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და აცხადებს, რომ დროა, საქართველოს მომავალზე იფიქრონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ გაიმარჯვებთ, თქვენ ერთმანეთში ერთპიროვნული მმართველობისთვის იბრძვით. გაყოფილი სახლი ვერ დგას. დროა, ფოკუსირება მოახდინოთ საქართველოს მომავალზე“, - წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

ყოფილი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც იბრძვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის, გააკრიტიკა მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია იმის გამო, რომ, როგორც ის ამტკიცებს, მელია ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის დასახელებას პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად 2020 წლის არჩევნებში.

IPN