სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე? - კვირის პალიტრა

სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

მი­ლი­არ­დე­რი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია "ვარ­და­ნი­ა­ნი, ბრო­იტ­მა­ნი და პარტნი­ო­რე­ბის“ ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ის ასე­ვე სკოლ­კო­ვოს ბიზ­ნეს სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი გახ­ლავთ. ვარ­და­ნი­ან­მა Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა­ზე, ომის დროს და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რუ­ბენ ვარ­და­ნი­ანს სო­მეხ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მას ეს შე­და­რე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. ამ­ბობს, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნობს და პა­ტივს სცემს."კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. სოფ­ლებ­ში სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნის ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლი იყო. დიახ, მე მას პი­რა­დად კარ­გად ვიც­ნობ და პა­ტივს ვცემ...“ - ივა­ნიშ­ვილ­ზე ვარ­და­ნი­ან­მა 2021 წელს, Forbes Talks-ში გი­ორ­გი ისა­კა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის სატ­რან­სპორ­ტო ბლო­კა­დას და­ეთ­მო. 12 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­კე­ტა ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი - ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კას სომ­ხეთ­თან, ანუ გარე სამ­ყა­როს­თან. ვარ­და­ნი­ა­ნის თქმით, ამის გამო ყა­რა­ბაღ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა ათე­უ­ლო­ბით მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მელ­თა გა­დაყ­ვა­ნაც სამ­შვი­დო­ბო­ებ­მა სა­ჰა­ე­რო გზით ვერ შეძ­ლეს (აზერ­ბა­ი­ჯან­მა ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა). 21 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სომ­ხე­თი­დან ყა­რა­ბა­ღის­კენ მი­მა­ვა­ლი გაზ­სა­დე­ნიც გა­და­კე­ტა, რის შე­დე­გა­დაც გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყდა.

უარი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე

"თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ 2020 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო (ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის და­სა­წყი­სი. - რედ.) - ეს გა­ცი­ლე­ბით ად­რეა, ვიდ­რე "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია". მა­შინ ჩემს გან­ცხა­დე­ბას 10 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა. გა­მოს­ვლი­სას შავი პე­რან­გი მეც­ვა და ვამ­ბობ­დი, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომის შე­წყვე­ტა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იყო სა­ჭი­რო. მივ­მარ­თე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, ქარ­თველ, სომ­ხურ და რუს ელი­ტას და პი­რა­დად რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მე ჩემი პო­ზი­ცია 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალ­ზე ბევ­რად ადრე და­ვა­ფიქ­სი­რე.

ჩემ­თვის წი­თე­ლი ხაზი ჯერ კი­დევ 2020 წელს არ­ცახ­მა (ყა­რა­ბა­ღის სომ­ხუ­რი სა­ხე­ლი - რედ.) გა­ავ­ლო. გააგრძელე კითხვა