"სკოლის დროიდან უმცროსი მეგობრის - ელენიკოს მამიკო იყო ჩემთვის" - როგორ ულოცავს ნიკოლოზ რაჭველი ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს - კვირის პალიტრა

"სკოლის დროიდან უმცროსი მეგობრის - ელენიკოს მამიკო იყო ჩემთვის" - როგორ ულოცავს ნიკოლოზ რაჭველი ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი ლეგენდარულ რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს ულოცავს:

"უძვირფასეს ელდარ შენგელაიას ვულოცავ 90 წლის საიუბილეო დაბადების დღეს!

ჯერ სკოლის დროიდან უმცროსი მეგობრის ელენიკოს მამიკო იყო ჩემთვის, მერე კი ის კაცი, ვინც თავისი ფილმებით ჩემი და ჩვენი სისხლის ფორმულა განსაზღვრა და თან გია ყანჩელს “ცისფერი მთების”, “შერეკილების”, “სამანიშვილის” და “არაჩვეულებრივი გამოფენის” მუსიკა დააწერინა.

მიყვარს! მინდა, რომ დიდ ხანს დადიოდეს ჩვენს ქალაქში და ჩვენს გვერდით! მიგველოცოს 100 წლის იუბილეც!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში