“აზოვის” პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება პოლკის "იუთუბ" არხზე?
“აზოვის” პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე ბახმუტში იბრძვის. ამის შესახებ პოლკის "იუთუბ" არხი იუწყება.
კერძოდ, აღინიშნება, რომ “აზოვის” პოლკი ბრიგადამდე იზრდება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.
“აზოვი” ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში…
ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით”, - ნათქვამია “აზოვის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
განახლებულ ბრიგადაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"