ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

ურუგვაის პრეზიდენტ  ხოსე მუხიკას, თანამემამულეები ”ელ პრესიდენტე მას პობრე”-ს უწოდებენ, რაც ესპანურად ”ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” ნიშნავს.  77 წლის მუხიკა თითქმის მთელ  ხელფასს ქველმოქმედებას წირავს - 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1 250-ს იტოვებს. ”სავსებით მყოფნის ეს თანხა - ამბობს მუხიკა - უნდა ვიმყოფინო, რადგან ჩემი თანამემამულეების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია”.

პრეზიდენტის მეუღლე სენატორია.  ისიც  პრეზიდენტის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. მეუღლეები მონტევიდეოში, ფერმაზე, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. ყველაზე მსხვილი შენაძენი მუხიკას გაპრეზიდენტების შემდეგ, 1 950-დოლარიანი ძველი ავტომობილი ”ფოლკსვაგენ ხოჭო” გახლდათ.

იხილეთ ვრცლად