ვისი ვალი აქვს საქართველოს?
ერთ თვეში სახელმწიფოს საგარეო ვალი 14 მლნ დოლარით შემცირდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს მაშინ, როდესაც ივნისში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,016 მლრდ დოლარი იყო.
8,002 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7,521 მლრდ დოლარს შეადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481,496 მლნ დოლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, სახელმწიფოს მევალე საფინანსო ინსტიტუტების ჩამონათვალს:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,757 მლრდ აშშ დოლარი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 184,706 მლნ აშშ დოლარი
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) -3,203 მლნ აშშ დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 236,232 მლნ აშშ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 809,845 მლნ აშშ დოლარი
ევროგაერთიანება (EU) - 158,243 მლნ აშშ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,176 მლრდ აშშ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 874,581 მლნ აშშ დოლარი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 32,930 მლნ აშშ დოლარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 215,013 მლნ აშშ დოლარი
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2,361 მლნ აშშ დოლარი იხილეთ სრულად