დაკავებული ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოდან" ბრუნდებოდა?!
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 29 წლის დავით ბორჩაშვილი სირიაში, "ისლამური სახელწიფოს" რიგებში ირიცხებოდა, სადაც თურქეთის გავლით მოხვდა.
მისი ახლობლები, რომელთაც 21 ნოემბერს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მისი ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გამართეს, აცხადებენ, რომ ახალგაზრდა წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. ორი დღის წინ, საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან - საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც ის დააკავეს.
(იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან)
მოგეხსენებათ, პანკისის ხეობიდან არაერთი ახალგაზრდა წავიდა" ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში, თუმცა ბოლო დროს სირიასა და ერაყის იმ ტეროტორიაზე, რომელსაც ეს დაჯგუფება აკნტროლებს, ვითარება უკდურესად დამძიმდა, შედეგად ექსტრემისტული დაჯგუფების რიგებს არაერთი მებრძოლი ტოვებს - ცდილობს გაექცეს ამ სიკვდილის მთესველ რეჟიმს, ამბობენ, რომ მათ შორის საქართველოს არაერთი მოქლაქეც არის. ეს შეხება დავით ბორჩაშვილსაც თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცახდებით: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს".
დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მედიაში ვრცელდება კადრები "იუთუბიდან", სადაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ფიგურირებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და რამდენიმე პირთან ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ ვიდეოში კი სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაში ჩანს.
ჯერჯერობით სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ვიდეომასალები "იუთუბზე" 21 ნოემბერს არის ატვირთული და ავტორებად მითითებული არიან "პანკისკი" და "ალ შიშანი".
შეგახსენებთ, ა.წ. ივნისში ტერორიზმის ბრალდებით შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის 1979 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი, ასევე 1993 წელს დაბადებული გიორგი კ, 1996 წელს დაბადებული გიორგი ხ. და 1991 წელს დაბადებული დავით ფ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი ოყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით მოქალაქეების იბირებდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.