"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი შვილის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი შვილის დაკავებაზე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს და გუკა ჯერ არ დაუკავებიათ. (იხ: გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?)

AMBEBI.GE ინფორმაციის დასაზუსტებლად პროდიუსერის მამას, ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ვახო, გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს დილით თქვენი ვაჟი დააკავეს?

- არ დაუკავებიათ, თუმცა ცდილობენ. სამართალდამცავები, განჩინებით მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, სადაც გუკა ეგულებოდათ, მაგრამ ვერ ნახეს. მივიდნენ პროკურორები, რომლებმაც წარადგინეს სასამართლოს განჩინება და მას "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ედავებიან, ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდში. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ ამ საქმეს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ საქმეზე, ჩვენ გუკაზე მეტი ვიცით.

- რას უკავშირებთ ამას?

- ეს მოჰყვა ჩვენს მიერ შეტანილ საჩივარს, პროკურატურამ არ გამოიძია არცერთი საქმე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ცენტრ-პოინტის" გაკოტრებაში, ეს უწყებებია: თბილისის და ბათუმის მერია, თბილისის განვითარების ფონდი, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ასევე უკანონოდ მიგვაჩნია არჩილ კბილაშვილის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე "ცენტრ-პონტთან" და "დექსუსთან" მიმართებაში, რადგან "დექსუსი" ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა და არასწორად, "ცენტრ-პოინტისთვის" საზიანოდ წარიმართა გამოძიება, იმის მაგივრად რომ გამოძიება დაეწყოთ, კბილაშვილის მიერ, უკანონოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, გუკას დაკავება გადაწყვიტეს. ორ კაციანი საგამოძიებო ჯგუფი 30 კაციანი გახდა და ამას მოჰყვა გუკას დაჭერის მუქარა.

- არ ჩაგიბარებიათ "მაგნოლია" მოსახლეობისთვის?  გაგრძელება