რა აკავშირებდა ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძეს თეა წულუკიანთან?! - კვირის პალიტრა

რა აკავშირებდა ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძეს თეა წულუკიანთან?!

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძეა.

ეს სწორედ ის პირია, ვისთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ამ რამდენიმე ხნის წინ განმარტებების გაკეთება მოუხდა.

მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრს ბრალს კრიმინალებთან მეგობრობაში სდებდნენ. მაშინ თეა წულუკიანმა განაცხადა: "არა, მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ... ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, რომელზეც ასახული იყო ჩვენი მონაზონის სულიერი შვილების შეკრება ჩაის დასალევად. მე დღესაც "ვიძიებ" თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება ალბათ საჭირო", -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა დღეს ვაკეში მოხდა, რომლის დროსაც სოსო ჯოხაძე მოკლეს, მანქანაში მყოფი მეორე ადამიანი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ვიდეო