მიმდინარეობს სპეცოპერაცია - "იმედის" ცნობით, პოლიციამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნო - კვირის პალიტრა

მიმდინარეობს სპეცოპერაცია - "იმედის" ცნობით, პოლიციამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნო

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" ინფორმაციით, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, პოლიციამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნო. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ყოფილი სოდ-ის ყოფილი თანამშრომლის დავით ხეჩუაშვილის ბინაში. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედ ხეჩუაშვილია. მისი მეზობლების თქმით, აღნიშნული პირი ბოლოს ხანს ტაქსიზე მუშაობდა და ასე ირჩენდა თავს.