"გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია" - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი - კვირის პალიტრა

"გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია" - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი

გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, პოლიციამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნო.

(იხილეთ: მიმდინარეობს სპეცოპერაცია - "იმედის" ცნობით, პოლიციამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნო)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა”იმედს” განუცხადა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. 3 დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით".

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულია თუ არა საქმეში ეჭვმიტანილი პირი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.