"შვილთან თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა მქონდა" - რას ამბობს იმ გოგონას მამა, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული
დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ომარ ყოჩიაშვილის განცხადებით, დედა-შვილს შორის უთანხმოება ძირითადად ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილზე იყო. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ომარ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ "შვილთან თბილი მამა-შვილური ურთიერთობა" ჰქონდა.
"უთანხმოება იყო ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ჩაცმის სტილზე, სხვა ისეთი არაფერი ყოფილა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ის შესაფერისად არ იცვამდა. მისი პოზიცია იყო, ტყუილად ნუ მელაპარაკები, მაინც არ გისმენო", - განაცხადა ომარ ყოჩიაშვილმა.
კითხვაზე, იცნობს თუ არ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ დანარჩენ პირებს, ომარ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ მათ არ იცნობს.
"სამსახურში ვიყავი როცა ეს მოხდა. როდესაც მოვედი სახლში და ჩემი მეუღლე არ დამხვდა, განვაცხადე პოლიციაში. რაც მოხდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი", - განაცხადა ყოჩიაშვილმა.
"ხვალ არის სასამართლო პროცესი და გავიგებ ყველაფერს. სახელიც არც გამიგია იმ მეგობრების ვინც მიიღო ამ საშინელებაში მონაწილეობა", - განაცხადა მოკლულის მეუღლემ.
იხილეთ: "დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო" - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები