"ეს იყო ჩემი რეაქცია ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე" - ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა გვარამიას ცემა აღიარა - კვირის პალიტრა

"ეს იყო ჩემი რეაქცია ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე" - ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა გვარამიას ცემა აღიარა

7 იანვარს, საღამოს საათებში "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამის თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გვარამია რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ თავად გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. (იხილეთ: "ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი" - ვინ დაესხა თავს ნიკა გვარამიას?)

ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელის, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა, რატი გაჩეჩილაძემ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა.

"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.

ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", - წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.

წყარო