მორიგი აუდიოჩანაწერი - რაზე საუბრობენ სავარაუდოდ ადეიშვილი და გვარამია?! - კვირის პალიტრა

მორიგი აუდიოჩანაწერი - რაზე საუბრობენ სავარაუდოდ ადეიშვილი და გვარამია?!

საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემამ Українська революція მორიგი ჩანაწერი გამოაქვეყნა. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

საუბარი, სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს", ამასთან, ამბობს, რომ "ახვლედიანმა ალავიზეძე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ "იქ უნდა ჩავიდეს", რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ "ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს" და ყარამანიშვილებს "ავადმყოფს" უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.

ჩანაწერის ბოლოს სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ "ეს მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემებია".

"ინტერპრესნიუსი"