რას აცხადებს შსს მსახიობ გურამ ჯაშზე თავდასხმის თაობაზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს შსს მსახიობ გურამ ჯაშზე თავდასხმის თაობაზე?

მსახიობისა და ყოფილი პარლამენტარის, გია როინიშვილის ინფორმაციით, მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია. როგორც მან "ფეისბუკში" დაწერა, გურამ ჯაში გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

გურამ ჯაშზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება.