პროკურორი: "მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა" - კვირის პალიტრა

პროკურორი: "მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა"

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ჯერ ადვოკატების მეშვეობით „წყევლა შეუთვალა“, შემდეგ კი შეხვედრისას პირადადაც დაწყევლა.

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"