"სულ ბოდიშებს იხდიდა. არ მახსოვს, რომ დავარტყი ან რა ვუთხარი დედასო" - ანი მურადელის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები
"ვიცი, დედაჩემი ანის ვერ მიატოვებს" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებულის დეიდაშვილი?!
"ძალიან უნდოდა, დალაგებული ოჯახი ჰქონოდა, ქმარი, შვილი ჰყოლოდა, მაგრამ უიღბლო იყო"
დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა, ანი მურადელი ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. პროკურატურა ასევე ითხოვდა ანი მურადელის წინააღმდეგ აღძრულ განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებამდე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მივიდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბალერინას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედება. დადგენილია, რომ შეურაცხად მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
სტატია მომხდარზე ჟურნალმა "გზამ" მოამზდა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
ანის ნათესავი, დედის მხრიდან:
- მე და ანი ერთად გავიზარდეთ, გული მიკვდება, ამ ტრაგედიაზე რომ მიწევს საუბარი. ანის დედა ძალზე მძიმე ხასიათის მკაცრი და უკარება ქალი იყო. თუ ვინმეს ჰკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ მისი მოფერება არავის უნახავს. უბრალოდ, ასეთი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი არ უყვარდა. პირიქით, ძალიან უხაროდა შვილის წარმატება, მის ყოველ სპექტაკლს ესწრებოდა. ყველანაირად ხელს უწყობდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არასდროს შეაქებდა, ხალხში კი სულ ამაყობდა თავისი ანით, სულ მის წარმატებებზე საუბრობდა. რაც შეეხება ანის, ის ნაშვილები იყო. 47 წლის იყო დედამისი, ორი წლის ანი მინსკის ბავშვთა სახლიდან რომ წამოიყვანა. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ღვიძლი შვილი იყო და იქ გააჩინა. ასე იცოდა ანიმაც...
...
ძალიან უნდოდა, დალაგებული ოჯახი ჰქონოდა, ქმარი, შვილი ჰყოლოდა, მაგრამ უიღბლო იყო. ანის სიყვარულში ბედი არ სწყალობდა.
...
ისევ დაიწყო სმა. ყველაფერი თავიდან განმეორდა. სიმთვრალის მერე, მეორე დღეს არაფერი ახსოვდა და რომ ეტყოდნენ, ასე მოიქეციო, ტიროდა, სულ ბოდიშებს იხდიდა. არ მახსოვს, რომ დავარტყი ან რა ვუთხარი დედასო. ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას, მერე დედას სულ ეფერებოდა და პატიებას სთხოვდა.
მაკა, ანის დეიდაშვილი:
- მოხარული ვარ, ანი სამკურნალოდ რომ გადაიყვანეს. იმედია, შედეგიანი იქნება მკურნალობა და გამოვა ამ მდგომარეობიდან. იმას განვიცდი, რა პირობებში იქნება იქ. როგორც მითხრეს, ხონის ფსიქიატრიულში საშინელი პირობებია, ძალიან ვნერვიულობ ამაზე. მე არ ვარ საქართველოში და სულ მასზე ვფიქრობ, მეშინია, პირიქით არ გაუუარესდეს მას მდგომარეობა.
- მაკა, დედათქვენის პოზიცია როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
- დედაჩემი ასაკშია, ძალიან განიცდის მომხდარს. მან მითხრა, საოცარი ის არის, რომ მე არავის ვეცოდებიო. ანი ეცოდება ყველას, მაგრამ მე და დედამისი არავის ვეცოდებითო.
...
მეც ვადასტურებ, რომ დეიდაჩემი ძალიან მძიმე ხასიათის ქალი იყო, მაგრამ დეიდაჩემის ბოლო წუთებს რომ წარმოვიდგენ, გული მეკუმშება. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 3 აგვისტოს ნომერში)
თეა ხურცილავა