"აშშ-დან პოლონეთში უკრაინული პასპორტით ჩამოვედი... ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას" - კვირის პალიტრა

"აშშ-დან პოლონეთში უკრაინული პასპორტით ჩამოვედი... ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-და პოლონეთში უკრაინული პასპორტით გაფრინდა და შესაბამისი კონტროლის გაიარა.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებს გამგზავრებას.

"პოლონეთში ვარ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას. პოლონეთში შეხვედრები გავმართე დეპუტატებთან და სხვა პოლიტიკოსებთან. ვსაუბრობდით უკრაინაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინაში მე სასამართლო პროცესამდე დავბრუნდები, რათა ჩემი უფლებები დავიცვა და გავასაჩივრო ეს აბსოლუტურად უკანონო განკარგულება", - აღნიშნა მან.

სააკაშვილის თქმით, ის რიგითი უკრაინელების უფლებების დაცვას აპირებს.

"თვალებში უნდა ჩავხედო მოსამართლეებს, მოქალაქეობის შესახებ კომისიის იმ წევრებს, ვინც რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ამავდროულად, მე დავიცავ უკრაინის ინტერესებს და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას გავაძლიერებ. ეს ჩემი ბრძოლა არაა, ეს მილიონობით უკრაინელის ბრძოლაა. მე რომ ფული მეკეთებინა ოდესაში, ხელს არავინ მახლებდა. თუმცა, მე არ გავხდი ერთ-ერთი მათგანი და რიგით უკრაინელებთან დავრჩი. რიგითი უკრაინელების უფლებებს დავიცავ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

წაიკითხეთ ასევე: უპასპორტო სააკაშვილი პოლონეთში მაინც ჩავიდა - რის შესახებ ჩააყენა პოროშენკომ საქართველო საქმის კურსში?!