ბათუმში ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება - კვირის პალიტრა

ბათუმში ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება

8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ორივე თვალის არეში, თუმცა შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

ბიჭების გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნა 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ "ბიოს" მოხმარებას გამოეწვია.

გარდაცვლილები წუხელ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთს მამა ტელეფონზე 4 დღე ვერ უკავშირდებოდა" - ახალი დეტალები ბათუმში ნაპოვნ გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

"ინტერპრესნიუსი"