"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ" - დივერსია და არა შემთხვევითობა?! - კვირის პალიტრა

"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ" - დივერსია და არა შემთხვევითობა?!

"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.

ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მოხალისედ მონაწილოებს.

ბორჯომის ტყეში, სადაც 20-ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც.