თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"