ვინ არის სამართალდამცველების მიერ დაკავებული საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე - კვირის პალიტრა

ვინ არის სამართალდამცველების მიერ დაკავებული საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე

სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს საკმაოდ სკანდალური პოლიტიკური წარსული აქვს. მაგალითად, არქივში იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატზე ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურატურაში 2015 წელს ორი საჩივარი იყო შეტანილი, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავებოდა. ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, თუმცა ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წლის მარტში "იმედის კვირამ" სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ სცადა ნეფარიძისგან კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩიოდა, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს