"სავარუდოდ, ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა" - აფეთქება ქავთარაძეზე - კვირის პალიტრა

"სავარუდოდ, ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა" - აფეთქება ქავთარაძეზე

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე 24-ე კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ქუჩებზც გაისმა.

მეზობლების თქმით, " ბინაში ბუნებრივი აირის წლის გამათბობელი  სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც ბინაში მცხოვრები მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა". ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ასევე ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზია, ხოლო მეორე სართულზე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ადგილზე ღია და ძლიერი ცეცხლი არ ფიქსირდება. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვითაა გამოწვეული. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც კონტაქტურია და სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფია მობილიზებული.

იხილეთ ფოტოები აფეთქების ადგილიდან