ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა - კიდევ ერთი დანაშაული ოჯახური კონფლიქტის მიზეზით - კვირის პალიტრა

ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა - კიდევ ერთი დანაშაული ოჯახური კონფლიქტის მიზეზით

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დაჭრა, სავარაუდოდ, "პიქსელ ცენტრის" დაცვის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი პირები ყვებიან, ქალი ზურგშია დაჭრილი და მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილია მამაკაციც, რომელმაც ქალი დაჭრა. მან, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა.

ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლის თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი შემთხვევაში ეჭვმიტანილის მეუღლეა.

სავარაუდოდ ე.წ. პიქსელის შენობაში მუშაობს თავად დაჭრილი ახალგაზრდა ქალიც.