თვითმხილველი: "წერეთელზე "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა სცადა" - კვირის პალიტრა

თვითმხილველი: "წერეთელზე "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა სცადა"

პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ, "თი-ბი-სი ბანკის" გაძარცვას შეეცადა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ განუცხადა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ძარცვის ფაქტის თვითმხილველი იყო.

მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-ეკრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ასევე: არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, თანამზრახველი ჰყავდა

"ინტერპრესნიუსი"