ბათუმში ე.წ. მაგნოლიას კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. მაგნოლიას კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
"ინტერპრესნიუსი"