"მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა" - კვირის პალიტრა

"მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა"

"მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ", - დაწერა სოციალურ ქსელში ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული ნუგზარ კახიძის თაობაზე საზოგადებრივი მოძრაობა "ივერიის" წევრმა, მამუკა გამყრელიძემ. მისი თქმით, თავდამსხმელი მსხვერპლს "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7-ჯერ ესროლა.

თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულთან დამხმარედ მუშაობდა. ნუგზარ კახიძე ბიზნესმენი იყო.

იხილეთ ვიდეო