შეიარაღებული თავდასხმა ვეძისში - დაჭრილია 4 ახალგაზრდა, მათ შორის მორაგბე ლაშა საჯაია - კვირის პალიტრა

შეიარაღებული თავდასხმა ვეძისში - დაჭრილია 4 ახალგაზრდა, მათ შორის მორაგბე ლაშა საჯაია

თბილისში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზემო ვეძისში მოხდა.

როგორც ცნობილია, დაჭრილებს შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე ლაშა საჯაია. ოთხივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია უკვე უტარდებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე ( იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს)

4 ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს - რას ამბობს შსს ვეძისში მომხდარ დანაშაულზე?

"ინტერპრესნიუსი"