25 წლის გოგო, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა - რა მოხდა ბარნოვის ქუჩაზე?
საზარელი დანაშაული მოხდა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ახალაგაზრდა ქალს ყელში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
25 წლის ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, თავს მამინაცვალი დაესხა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილის დედას და მის ყოფილ მეუღლეს დავა სასამართლოში ჰქონდათ, ქმარი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მათივე ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე ქალს შვილის მოკვლით ემუქრებოდა..
მოკლულ 25 წლის გოგოს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დედის მკვლელობას შეესწრნენ.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.
ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დაკითხვაზე იმყოფებიან მეზობლები.
იხილეთ ასევე: შსს ადასტურებს, რომ მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა