ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
"ჩემს შვილს ბავშვების თვალწინ გამოჭრეს ყელი"
"ინტერპრესნიუსი"