"ნაცნობი "კანონიერი ქურდი" თითქმის ყველას ჰყავს" - საფრანგეთში მომღერალი "კაბუ" დააკავეს
ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირკვევა, საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. "ქურდული საერთო".
სამართალდამცავთა ინფორმაციით, საფრანგეთში ასევე, დააკავეს მომღერალი 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ", რომელიც უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში ცხოვრობს.
"კაბუს" დედის ინფორმაციით, ის შვილს ერთი კვირის წინ ტელეფონით ესაუბრა, დაკავების თაობაზე არაფერი იცის. მისივე თქმით, "ნაცნობი "კანონიერი ქურდი" თითქმის ყველას ჰყავს".
იხილეთ ვიდეო