ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, თანატოლმა დაჭრა - კვირის პალიტრა

ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, თანატოლმა დაჭრა

თბილისის ცენტრში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნის" წინ, "თბილისი გალერისთან“ მოხდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაჭრილები 20 და 29 წლის მამაკაცები არიან. ისინი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, თანატოლმა ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრა, თუმცა რა იყო დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთს გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.