მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც - 19 წლის მწყემსი უკვე დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ბავშვის ცხედარი დამარხული იყო და სწორედ დაკავებულმა მიუთითა ამ ადგილზე სამართლადამცავებს. ჩვენი წყაროს ცნობით, ის ჩადენილს აღიარებს
იხილეთ: ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს?