"შვილი მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, დანით დამისერა" - ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს
პირველ იანვარს ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილია 31 წლის მიხეილ წიკლაური, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. მოკლულის დედამ მას ინფორმაცია სოციალური ქსელით მიაწოდა:
"ისრაელში ვარ ემიგრანტი, ვარ გამწარებული დედა... ჩემი შვილი პირველ იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, დანით დამისერა შვილი. ვინაიდან იმის თანხა არ მქონდა შვილი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრძალეთ. ერთი თხოვნა მაქვს: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი მინდა საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ, სურვილი შემისრულდეს" - მისწერა შვილმკვდარმა დედამ შოთო სიხარულიძეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდას დედას AMBEBI.GE ისრაელში დაუკავშირდა. ნანული სულაძე ამბობს, რომ ოჯახით ცხოვრობენ ისრაელში და მისი ვაჟი ისრაელის მოქალაქე იყო. გაგრძელება